„სამწუხაროდ გარდაცვლილების რიცხვი მაღალია, პროგნოზების გაკეთება რთული იქნება“ – მაია ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„გარკვეულწილად გვაშფოთებს ვირუსზე გრიპის შესაძლო თანდართვა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა.

მედიკოსი იზოლაციის წესების დარღვევაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ რეგულაციები არ სრულდება:

„რეგულაციები თუ არ შესრულდება პანდემიის მართვა გაჭირდება, სამწუხაროდ გარდაცვლილების რიცხვი მაღალია, პროგნოზების გაკეთება რთული იქნება.

ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ კოვიდპასპორტი ფორმალობაა, მიეჩვიე ყველა, რომ თუ დაარღვევენ რეგულაციებს ჩამოაჭრიან ჯარიმებს და აქ დასრულდება, რეალურად კი აურესებს ეპიდსიტუაციას მივიღებთ, რადგანაც დავაწესეთ კოვიდპასპორტი უნდა იყოს მკაცრად გაკონტროლებული,“ – განაცხადა ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.

მსგავსი თემები