სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულ 3 პირს პატიმრობა შეეფარდა

საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულ 3 პირს პატიმრობა შეეფარდა. შსს-ს ინფორმაციით,ორი პირი პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული, ერთი კი სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ახალციხეში დააკავეს.

საქმე ეხება 29 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად გამართულ მხარდამჭერ აქციას, რასაც პოლიციელებსა და მხარდამჭერებს შორის მწვავე დაპირისპირება და დაკავება მოჰყვა.

მსგავსი თემები