ფოთში ზღვის სანაპიროზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ფოთში, კუნძულის უბანში, ზღვის სანაპირო ზოლზე ცხედარი იპოვეს. 73 წლის მამაკაცი სავარაუდოდ ტერიტორიას ასუფთავებდა და გულის შეტევით გარდაიცვალა. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იმყოფება.

მამაკაცის ცხედარი იდენტიფიცირებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი თემები