“მე მინდა ხალხმა იცოდეს 26 მაისს რა იყო” – მიხეილ სააკაშვილმა თავის მიერ გაცემულ ბრძანებაზე ისაუბრა

ე.წ პიჯაკების საქმის სასამართლო სხდომაზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 26 მაისის საქმეზე ისაუბრა:

“მე მინდა ხალხმა იცოდეს 26 მაისს რა იყო. აგერ არის თემურ ჯანაშია და დადაასტურებს. მოხდა მანქანის დაჯახება პოლიციელზე, ჩაითვალა, რომ მკვდარი იყო, იმიტომ, რომ გადაუარა მანქანამ პროტესტანტების, პოლიციამ მართლა დაკარგა კონტროლი და მათ უფროსებმა დაკარგეს კონტროლი პოლიციაზე, არაფერი განკარულება არ ყოფილა და იყო ჩაკეტილი ორივე მხრიდან ეს მოედანი. თემურმა დამირეკა, რომ ძაან ცუდი სიტუაციაა, პოლიცია გავეშებულია, უფროსებს აღარ ემორჩილებიან, იმიტომ, რომ თავისიანი მოუკლეს და რა ვქნათო. ერთადერთი რა შეგვიძლია, რომ გავუხსნათ პიონერთა სასახლის მხარე და იქიდან გამოვარიდოთ ყველა. მე ვუთხარი, დაუყოვნებლივ, ყველა დემონსტრანტი ყველა მიმართულებით გაიქცეს. აი ეს არის ბრძანება, რომელიც მე გავეცი 26 მაისს, ერთადერთი.” ამბობს მიხეილ სააკაშვილი

მსგავსი თემები