“ბინძურო მატყუარა” – სააკაშვილი პროკურორს

საქალაქო სასამართლოში, სადაც ე.წ. პიჯაკების საქმეზე პროცესი იმართება, ხმაურია. პერიოდულად დაცვისა და ბრალდების მხარეები ერთმანეთს უპირისპირდებიან, რის გამოც მოსამართლემ მათ შენიშვნაც მისცა.

ბინძურო მატყუარა – ასე მიმართა მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე საქმის პროკურორს არჩილ ტყეშელაშვილს, რომელმაც სხდომაზე განაცხადა, რომ სააკაშვილის ლოზუნგი “მეტი დაკავებული – მეტი პრემია” იყო.

სააკაშვილის მიმართვის შემდეგ მოსამართლემ მას მეტი პატივისცემისკენ მოუწოდა.

მსგავსი თემები