საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 72 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 72 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 12 191-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 731 პირს დაუდასტურდა, 4 295 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, პირველ დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 459 შემთხვევა გამოვლინდა, 3 957 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 65 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები