მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართება

11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ყოფილი პრეზიდენტის პროცესი იმართება, „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია იგეგმება.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, აქცია მშვიდობიანი იქნება დ ყველა მხარდამჭერს მოუწოდებენ, პროვოკაციებში არ ჩაერთოს. მათი განმარტებით, აქციის მიზანია ყოფილი პრეზიდენტის მხარდაჭერა.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, სასამართლოში უსაფრთხოების მაქსიმალური ზომებია მიღებული. სასამართლოს ეზოს პერიმეტრზე არავის უშვებენ და ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით სამართალდამცავები.

შეგახსენებთ, რომ წინა, 29 ნოემბრის  სასამართლო პროცესზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ვითარება იმდენად დაიძაბა, პოლიცია იძულებული გახდა, ე.წ. წიწაკის სპრეი გამოეყენებინა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის რამდენიმე ადამიანიც დააკავეს. ერთი აქტივისტი  – ბესიკ თამლიანი და სს წესითაა დაკავებული.   

თავად ბრალდებულ ყოფილ პრეზიდენტს სასამართლოში რამდენიმე წუთში მიიყვანენ. 

მსგავსი თემები