ახალ წელს, გასართობი ღონისძიებები დასაშვები იქნება

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განაცხადებით, ახალი წლის დღეებში სადღესასწაულო ღონისძიებები დასაშვები და ბიზნესთან ამ თემაზე კომუნიკაცია აქტიურია.   

„ახალი წლისთვისაც გარკვეული მზადება და კომუნიკაცია ბიზნესთან არის, რათა მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კონტროლი და მივცეთ საშუალება, მათ შორის, გასართობ ბიზნესს,  საახალწლოდ გარკვეული ღონისძიებები ჩაატაროს. არავის თვითმიზანი არ არის რეგულაციებისა და შეზღუდვების არსებობა და შემოღება“ – განაცხადა ღიბრაძემ,  

მან საახალწლო ღონისძიებებზე  საუბრისას აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებითაც  ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. 

„არავის თვითმიზანი არ არის რეგულაციებისა და შეზღუდვების არსებობა და შემოღება. მთავარი მიზანია, რომ რაც შეიძლება მალე დავძლიოთ პანდემია, რაც შეიძლება მალე გავხსნათ ეკონომიკა ბოლომდე და ქვეყანას ნორმალური განვითარების საშუალება მივცეთ. შესაბამისად, ახალი წლისთვისაც გარკვეული მზადება და კომუნიკაცია ბიზნესთან არის, იმისთვის, რომ ერთის მხრივ, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კონტროლი და მეორეს მხრივ, მივცეთ საშუალება, მათ შორის, გასართობ ბიზნესს, რომ საახალწლოდ გარკვეული ღონისძიებები ჩაატაროს“, –  განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

მსგავსი თემები