“სუსტად არის, ძირითადად ზის…” – გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალი დატოვა

მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ  შვილი მოინახულა. ალასანიამ  მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილი განწყობილია, რომ ხვალინდელ სასამართლოს დაესწროს და ამისთვის ემზადება კიდეც.  

“დიდი განსხვავება ვერ შევატყვე. სუსტად არის, ძირითადად ზის. ეს ფერმენტები რაც გამოაცხადეს, როგორც ჩანს, ასეა. ეს პრობლემები არის. მე მაგალითად, ძალიან ვღელავდი გუშინ, იმიტომ, რომ იქ ვრცელი გამოსვლა ჰქონდა და გაძლო და არ ვიცი… იმედია, რომ ხვალაც იგივე მოხდება. ჩემთვისაც გუშინდელი მაგის გამოსვლა ძალიან საინტერესო იყო, ბევრი რამე ისეთი გავიგე, რაც არ ვიცოდი. 7 ნოემბრის დეტალებთან დაკავშირებით, მე მგონი, შეკითხვები აღარავის არ უნდა დარჩეს.განწყობილია, რომ იყოს ხვალ პროცესზე, – თქვა გიული ალასანიამ. 

მსგავსი თემები