“ომიკრონის გავრცელების ალბათობა მაღალია” – საქართველო ჯანმოსგან დამატებით რეკომენდაციებს ელოდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალი “ომიკრონ” შტამის გავრცელების ალბათობაა მაღალია. მისი თქმით, “ომიკრონი” ძალიან სწრაფად და მარტივად ვრცელდება. როგორც გაბუნიამ განმარტა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან მუდმივად იღებენ კონსულტაციებს და რეკომენდაციებს.

„ახალი შტამის გავრცელებას ალბათობა ბუნებრივია არსებობს, ვინაიდან ხალხი მოგზაურობს. შტამი ძალიან სწრაფად და მარტივად მიგრირებს, ამდენად ამ რისკებისგან, რა თქმა უნდა, დაცულები არ ვართ. გამომდინარე აქედან ყველა ის ეპიდუსაფრხთხოების წესი, რომელიც საზღვრიდან დაწყებული, ბიზნესს გარემოში და ჯანდაცვის სფეროში უნდა მუშაობდეს, ბუნებრივია, ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული და კიდევ დამატებით რეკომენდაციებზე ჩვენ კონსულტაციები გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და როგორც კი იქნება ახალი რეკომენდაციები, ბუნებრივია ამაზეც ვიმუშავებთ,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები