“ვინც “მწვანე საშვის” ქაღალდის პასპორტი 17 ნოემბრამდე აიღო, უნდა გამოცვალოს” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მოქალაქეებს “მწვანე პასპორტის” მიღება შეუძლიათ როგორც აპლიკაციის გამოყენებით, ასევე იუსტიციის სახლში, ქაღალდის პასპორტის აღების გზით.

​მისივე თქმით, მოქალაქეებს, რომელთაც ქაღალდის “მწვანე პასპორტი” იუსტიციის სახლში 17 ნოემბრამდე აიღეს, მისი გამოცვლა მოუწევთ. 

“მწვანე პასპორტი” ნიშნავს სამი კრიტერიუმიდან ერთ-ერთის დაკმაყოფილებას – ეს არის სრულად ვაქცინირებული პირი, პირი, რომელმაც გადაიტანა კოვიდინფექცია გარკვეულ ეტაპზე, არ აქვს მნიშვნელობა როდის და მესამე – PCR ტესტის უარყოფითი პასუხი ან ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი. PCR ტესტის შემთხვევაში, 72 საათიან ვალიდურობაზე ვსაუბრობთ, ანტიგენ ტესტის შემთხვევაში – 24-საათიან ვალიდურობაზე. 

“მწვანე საშვი”, შესაძლოა, იყოს ელექტრონული სახით გამოყენებული – ტელეფონში შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ georgian e helath-ის ან Covid pass-ის აპლიკაცია ძალიან მარტივად. ასევე, შეგიძლიათ ქაღალდის პასპორტის გამოყენება. ვინც “მწვანე საშვის” ქაღალდის პასპორტი იუსტიციის სახლში აიღო 17 ნოემბრამდე, მას მოუწევს გამოცვალოს და აიღოს ახალი პასპორტი, რადგან გარკვეული დეტალები დაზუსტებულია,”- აცხადებს გაბუნია.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან ქვეყანაში “მწვანე პასპორტები” ამოქმედდა. ვისაც “მწვანე სტატუსი” არ აქვს, შესვლა ეკრძალება რესტორნებში, კინოთეატრებში, გასართობ ცენტრებში, სასტუმროებში და სხვა დაწესებულებებში.

მსგავსი თემები