საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 65 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 65 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 12 119-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 459 პირს დაუდასტურდა, 3 957 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 30 ნოემბერს საქართველოში კორონავრუსის 5 050 შემთხვევა გამოვლინდა, 4 214 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 80 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები