„პარადოქსულია, როცა მომსვლელი უნდა აკმაყოფილებდეს „მწვანე სტატუსს“ დამხვედრი კი არა“  – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“

ხვალ, 1-ელი დეკემბრიდან ძალაში შედის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით. რა შეღავათებით ისარგებლებენ ე.წ. მწვანე სტატუსით მოსარგებლეები, როგორ გაკონტროლდება სტუმარ-მასპინძლობის სექტორი, როგორ იმუშავებს ახალი რეგულაციები – ამ საკითხებზე „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

როგორც შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განმარტა, პარადოქსული არის ის, რომ ობიექტზე მიმსვლელი ადამიანი ვალდებულია დაიცვას „მწვანე ბარათის“ პირობები, ხოლო დამხვედრი არ არის ვალდებული აკმაყოფილებდეს კრიტერიუმებს.

„პირველი დეკემბრიდან „მწვანე ბარათების“ ვალდებულება იქმნება გარკვეულ სფეროებში და ამ სფეროებს წარმოადგენს: კაფე-ბარი, რესტორანი, ფიტნეს დარბაზები, ასევე მოლებში არსებული კაფე-ბარები და ფიტნეს დარბაზები, კაზინოები და აზარტული თამაშების სფერო. აქ შემსვლელი ადამიანი ვალდებულია, ემორჩილებოდეს „მწვანე ბარათის“ მფლობელობას, რაც გულისხმობს ან იყო 72 საათის განმავლობაში PCR ტესტის მფლობელი, ან სწრაფი ტესტის, ან გქონდეს გადატანილი კორონავირუსი ან იყო ორჯერ აცრილი. ეს არის ამ შემთხვევაში „მწვანე ბარათის“ მატარებელი ადამიანი, რომელიც დაიშვება ობიექტზე“ – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისთვის მიუღებელია არსებული რეგულაცია რომელიც სტუმარს ავალდებულებს იყოს „მწვანე“ მასპინძელს კი – არა.   

„პარადოქსულია, როცა მიმსვლელი ადამიანი არის ვალდებული აკმაყოფილებდეს ამ კრიტერიუმებს, რაზეც ვისაუბრე და დამხვედრი არ არის ვალდებული, ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს. ეს არის სრული პარადოქსი, წარმოუდგენელი ამბავი. ჩვენ ამ რეალობაში ბევრი პარადოქსული მომენტი გვაქვს. ვფიქრობ, რომ ამ ვითარების კორექტირება მოხდება. ეს არის წარმოუდგენელი“ – განაცხადა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია  „მწვანე ზონების“ შექმნა, რაც  იმუნიზაციის პროცესს დააჩქარებს.

„მწვანე ზონაში“ დამხვედრიც და  მიმსვლელიც, უნდა აკმაყოფილებდეს კრიტერიუმებს. ეს კრიტერიუმები იგივე იქნება, რაც სტუმრის შემთხვევაში ობიექტზე შესვლისას „მწვანე ბარათის“ მფლობელს უნდა გააჩნდეს. ეს, „უსაფრთხო ზონის“ შექმნის აუცილებლობა განაპირობებს იმას, რომ გარკვეულწილად იმუნიზაციის პროცესი დაჩქარდეს. მეორეა ის, რომ მოიხსნას შეზღუდვები, რომ ეკონომიკაში ფული უფრო მეტად დატრიალდეს. მაგალითად, დღეს თუ რესტორანს გააჩნია პირობითად შეზღუდვა, რომ მას არ შეუძლია „ივენთის“, ქორწილის ჩატარება, „უსაფრთხო ზონა“ თუ შეიქმნება, ამ შემთხვევაში მას უნდა ჰქონდეს ამის უფლება, რომ ჩაატაროს ქორწილი“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები