ხვალიდან „მწვანე პასპორტიანები“ რეგულაციებისგან თავისუფლდებიან

1 დეკემბრიდან ძალაში შედის ახალი რეგულაციები, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. ამჯერად, საუბარია ე.წ. მწვანე ზონებსა და „მწვანე პასპორტიანებზე“ რომლებისთვისაც ქვეყანაში არსებული რეგულაციები იხსნება და სრული თავისუფლება ენიჭებათ.

რა შეღავათებით ისარგებლებენ ე.წ. მწვანე სტატუსით მოსარგებლეები, რა რეგულაციებს არ დაექვემდებარება „მწვანე ზონები“, როგორ გაკონტროლდება სტუმარ-მასპინძლობის სექტორში თუ სხვა დაწესებულებაში მისული სტუმარი – ამ და სხვა საკითხებზე, 11:30 საათზე „მედიაცენტრ მთავარში“ (WWW.MCM.GE) “რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე ისაუბრებს.      

მსგავსი თემები