მიხეილ სააკაშვილის სურვილია 2 დეკემბერს სასამართლო პროცესს დაესწროს

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი აცხადებს, რომ  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას სურვილი აქვს, 2 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს დაესწროს.

ნიკოლოზ ყიფშიძემ მიხეილ სააკაშვილი გვიან მოინახულა, გორის ჰოსპიტალიდან გამოსულმა ექიმმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააკაშვილი თავს კარგად გრძნობს.   

„ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს. გადმომეცა მოკითხვა ქართველი ხალხისთვის. ასევე მზად არის შემდეგ სასამართლოზე გამოსვლისთვის. ალბათ, ხვალ კიდევ დატვირთული დღე ექნება, რადგან დამატებით ტესტებია გასაკეთებელი. ასევე მითხრა, რომ დიდი მოკითხვა გადამეცა იმ გუნდისთვის, რომელიც მკურნალობს ეს ბოლო ხანი პრეზიდენტს, ეს არის პირველ კონსილიუმს რომ ვეძახით იმ ჯგუფს და ასევე, დიდი მადლობა გორის გუნდს, რომელიც ამჟამად მკურნალობს პრეზიდენტს. ძალიან უნდა, რომ 2 დეკემბერს იყოს სასამართლოში კიდევ ერთხელ“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები