გიგი უგულავა მარნეულის იზოლატორში გადაიყვანეს

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დაკავებულია. როგორც ადვოკატებმა გაარკვიეს ის მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

როგორც ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მის კვალს მიაგნო. ამ წუთებში, ადვოკატი მარნეულში იმყოფება და გიგი უგულავასთან შეხვედრას ელოდება.

გიგი უგულავა სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. მას, აღმაშენებლის ხეივნის გადაკეტვისას პოლიციელებთან შელაპარაკება მოუვიდა.

მსგავსი თემები