ზურაბ ზვიადაური თავისუფალია  

თელავის რაიონულმა სასამართლომ ზურაბ ზვიადაური სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. სასამართლომ მას 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურთან ერთად ბრალდებული ჯაბა ჯანგირაშვილიც გათავისუფლდა.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ზვიადაური წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის გამო დააკავეს. ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა 5 პირი, მათ შორის 3 გარდაიცვალა. გარდაცვლილებს შორისაა თავად ზურაბ ზვიადაურის ძმა. როგორც ადვოკატები, თავად ზვიადაური და თვითმხილველები განმარტავენ, ზვიადაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

მსგავსი თემები