ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს სიტყვით მიმართავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკშვილის სიტყვით გამოსვლა დაიწყო. სანამ მოსამართლე მიხეილ სააკაშვილს სიტყვის უფლებას მისცემდა, მიმართა, რომ თუ თავს შეუძლოდ გრძნობდა, არ ამდგარიყო და მისთვის მისაღები ფორმით ესაუბრა.

ასევე, სასამართლოს მიმართა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა და სთხოვა, სიტყვით გამოსვლისას, ბრალდების მხარეს მისთვის ხელი არ შეეშალა და თავისუფლად საუბრის შესაძლებლობა მიეცა, რასაც ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის შელაპარაკება მოჰყვა.

მოსამართლემ ბრალდების მხარეს, პროკურორს მიმართა და განმარტება გააკეთა, რომ დაეცვათ სასამართლოა და დარბაზში მოქცევის მთავარი პრინციპი და მიხეილ სააკაშვილისთვის მიემართათ კორექტულად, როგორც ბატონი მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა უკრაინულ ენაზეც გააკეთა, რაც ბრალდების მხარემ გააპროტესტა, რადგანაც, მათთვის გაუგებარი იყო რას ამბობდა სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილმა კი განმარტება გააკეთა რომ მას არ ევალება ქართულად საუბარი, მას უკრაინულად უნდა ესაუბრა, რომელიც თარჯიმანს უნდა ეთარგმნა. მოგვიანებით კი მან, უკრაინულად მიმართვის ნაწილი ქართულად ტავად გადათარგმნა.      

მსგავსი თემები