საქალაქო სასამართლოსთან ვითარება უკონტროლოა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, აღმაშენებლის გამზირზე ვითარება უკონტროლია. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებისა და პოლიტიკური ლიდერების დაკავება დაიწყეს. პოლიციელებმა საპატრულო ეკიპაჟის მანქანაში აქციის არაერთი მონაწილე ჩასვეს და წაიყვანეს. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან. აღმაშენებლის გამზირზე, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეთა დაკავება ამ წუთებშიც გრძელდება.  

სასამართლოს ეზოში მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია, გადაუდებელ დაავადებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, წყლის ჭავლის მანქანა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

მსგავსი თემები