აღმაშენებლის გამზირი პარალიზებულია, პერიმეტრს პოლიცია იცავს  

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია და აღმაშენებლის ხეივანი პარალიზებულია. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა, რომლებიც სასამართლოს ეზოში არ შეუშვეს, აღმაშენებლის გამზირზე გადაინაცვლეს და გზის სავალი ნაწილი დაიკავეს.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ფეხით გადასასვლელ ხიდზეც განლაგდნენ და მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი დროშები გადმოფინეს.

ადგილზე სამართალდამცველების უპრეცენდენტო რაოდენობაა მობილიზებული. სამართალდამცველები იძულებულები გახდნენ „წიწაკის სპრეი“ გამოეყენებინათ.   

მსგავსი თემები