მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს დარბაზშია, სხდომა დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი უკვე გამოჩნდა კადრში, რომელიც მისმა ადვოკატმა სასამართლო დარბაზიდან „ლაივსტრიმით“ ჩართო, თუმცა, მოსამართლემ მას ტელეფონის გამოყენება შეუზღუდა.

პირველი შუამდგომლობა, რომელიც ადვოკატებმა სასამართლოზე დააყენეს, სხდომათა დარბაზში ტელევიზიების დაშვება იყო.

შეგახსენებთ, რომ სასამართლოს ტერიტორიის პერიმეტრი სამართალდამცველების მიერ არის „გამაგრებული“. სასამართლოს მიმდებარედ არავის უშვებენ, სხდომათა დარბაზში კი მხოლოდ ერთადერთი ტელევიზია – საზოგადოებრივი მაუწყებელი იმყოფება.  

მსგავსი თემები