სასამართლო შენობის მიმდებარედ დაპირისპირებაა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ვითარება დაძაბულია. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება სასამართლოს პერიმეტრზე აქციის მონაწილეების არშეშვებას მოჰყვა.

აქციის მონაწილეებმა კი სცადეს, შემაღლებულ ადგილზე ასულიყვნენ და იქ გადმოეფინათ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი დროშა, რისი შესაძლებლობაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გამოყენებულია წიწაკის “სპრეი”. 

ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი. სასამართლოში პოლიციელთა დიდი რაოდენობით მობილიზებაა და სასამართლოს ეზოს მიმდებარედ არავის უშვებენ.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ამ დრომდე არ დაწყებულა.   

მსგავსი თემები