ამერიკის ელჩი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე განცხადებას აკეთებს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთა დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მოხარულია მისი პროცესზე მიყვანით. 

„მოხარულები ვართ რომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და შესაძლებლობა აქვს  დაესწროს სასამართლო პროცესს. ეს არის ადმიანის უფლება, რაც დამტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით, სწორედ ამიტომ გვქონდა მოწოდებები, რომ ეს უფლება სააკაშვილს გამოეყენებინა, მოხარულები ვართ რომ ეს შესაძლებლობა უკვე მიეცა, ასევე მოვუწოდებ მის მხარდამჭერებს ხელი არ შეუშალონ აღნიშნულ პროცესს“ – განაცხადა ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე მიიყვანეს. სხდომა ჯერ არ დაწყებულა. სასამართლოში შესვლა შეზღუდულია. არა თუ შენობაში, სასამართლო ეზოს პერიმეტრზეც კი არავის უშვებენ.  

მსგავსი თემები