„თუ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს, გარეთ იქნება“ – მოსამართლე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშილი ერთ-ერთი საქმის განმხილველი მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ვარიანტებზე საუბრობს და აცხადებს, რომ შეწყალების შემთხვევაში, მას აღკვეთის ღონისძიება არ აქვს და ეს იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილი თავისუფლებაზე იქნება.

საუბარია 7 ნოემბრის საქმეზე, რომელსაც ლიანა ორკოდაშვილი იხილავს. მოსამართლის თქმით, მიხეილ სააკაშილი ხვალ, 29 ნოემბერს სასამართლო პროცესზე უნდა მიიყვანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესი არ ჩატარდება.   

„პატიმრობა რომ არ გაგვეუქმებინა, მიუხედავად შეწყალებისა, სააკაშვილი საპატიმროში დარჩებოდა. თუ სალომე ზურაბიშვილი იმ დასკვნამდე მივა, რომ შეიწყალებს, პატიმრობა კი არა, არანაირი აღკვეთის ღონისძიება აღარ აქვს და გარეთ იქნება… ვერავინ გაბედავს, რომ კონსილიუმის წინააღმდეგ წავიდეს და არ მოიყვანონ პროცესზე, თუ ისინი იტყვიან, რომ მისი ტრანსპორტირება შესაძლებელია. თუ არ მოიყვანენ, მის გარეშე საქმეს არ განვიხილავთ. რატომღაც მგონია, რომ იქნება სხდომაზე“ – განაცხადა მოსამართლემ „ტვ პირველთან“.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ არის ჩანიშნული. ბრალდებული და მისი ადვოკატები სასამართლოზე დასწრებას ითხოვენ.

მსგავსი თემები