“რასაც წამალი ვერ უშველის, უშველის დანა, რასაც დანა ვერ უშველის, უშველის ცეცხლი” – მურმან დუმბაძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, მურმან დუმბაძე ბათუმსა და ზუგიდის საკრებულოებში დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა, სადაც 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების პროცედურა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 

როგორც დუმბაძე ფეისბუკის პირად გვერდზე წერს “გამოსავალი გამოცდილებაშია და რასაც წამალი ვერ უშველის, უშველის დანა, რასაც დანა ვერ უშველის, უშველის ცეცხლი”.

“ბათუმი, ზუგდიდი …

ამ კაცმა ფული იშოვა აფერისტობით, მაგრამ სახელმწიფო აფერისტობით ვერ იმართა!

ესაა რეალობა.

გამოსავალი გამოცდილებაშია: რასაც წამალი ვერ უშველის, უშველის დანა, რასაც დანა ვერ უშველის, უშველის ცეცხლი!”- წერს მურმან დუმბაძე. 

მსგავსი თემები