“სამწუხაროდ 9 და 10 ათასი ვაქცინირებული არ არის ის რიცხვი, რომელიც ქვეყანას სჭირდება” – ივანე ჩხაიძე მძიმე ეპიდვითარებაზე

კორონავირუსიუს გავრცელებისა და ლეტალობის მაჩვენებელი საქართველოში ისევ კრიტიკულად მზარდია.

სპეციალისტები მძიმე ეპიდვითარების ფონზე, კვლავ ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ დღეში 9 ან 10 ათასი ვაქცინირებული, ქვეყნისთვის საკმარისი არ არის:

“გუშინ 9 000-ზე მეტი ადამიანი იყო ვაქცინირებული, რა თქმა უნდა, განსხვავება არის იმ პერიოდთან განსხვავებით, სანამ ეს სისტემები ამოქმედდებოდა, მაგრამ ისმის კითხვა, არის თუ არა, ეს ციფრი საკმარისი იმისათვის, რომ საქართველომ წარმატებით გააკონტროლოს პანდემია. სამწუხაროდ, 9 და 10 ათასი არ არის ის რიცხვი, რომელიც ქვეყანას სჭირდება,”- აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე. 

ბოლო 24 საათში ვირუსს 74 ადამიანი ემსხვერპლა, 4534 კი დაინფიცირდა. გასულ დღე ღამეში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 742-ს აღწევს.

მსგავსი თემები