ბათუმის საკრებულოში ენმ-ს წევრმა სპეციფიკური სუნის მქონე ხსნარი გაუშვა, რის გამოც სხდომა შეწყდა

დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში გრძელდება – “ნაციონალური მოძრაობის”წევრმა მირდატ ქამადაძემ საკრებულოს სხდომათა დარბაზში სპეციალური ხსნარი გაუშვა, რის გამოც სხდომა შეწყდა.

ქადამაძის განმარტებით, აღნიშნული ხსნარი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა მისი სუნის გამო, დეპუტატებს დარბაზის დატოვება მოუწიათ.

“დღევანდელი საკრებულოს სხდომა არ უნდა ჩატარდეს, ყოველგვარი ხმაურის გარეშე. ამიტომ, მე ახლა საჯაროდ, ხელში მიჭირავს შპრიცი, რომელიშიც არის ნივთიერება, სრულიად უწყინარი, უბრალოდ აქვს ისეთი სუნი, აქ ვეღარ გაჩერდებით. მე ვრჩები ბოლომდე აქ, რომ არ იფიქროთ, რომ ეს ნივთიერება ჯანმრთელობისთვის საშიშია. არ არის ჯანმრთელობისთვის საშიში. 

ამ ეტაპისთვის, სხდომა განახლებულია. 

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საკრებულო 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრას იწყებს.

მთავარ ფინანსურ დოკუმენტს წინა მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა ამტკიცებს, ამას კი ოპოზიცია კანონდარღვევად მიიჩნევს და აპროტესტებს. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ და შენობაშიც მობილიზებულია პოლიცია.

მსგავსი თემები