რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ახალქალაქი-კარწახის გზაზე შეზღუდვა დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

უწყების ცნობით, შეზღუდვის მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობები (ინტენსიური თოვა, ლიპყინული, ცუდი ხილვადობა) გახდა.

ამასთან, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მსგავსი თემები