ენდოკრინოლოგი ელენე გიორგაძე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით კმაყოფილია

გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მიხეილ სააკაშვილთან მყოფი კონსილიუმის ერთ-ერთმა წევრი, ენდოკრინოლოგი ელენე გიორგაძე აცხადებს, რომ მკურნალობით და შედეგით კმაყოფილია და მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის.

„კალორაჟი გაფართოვდა, რაციონიც გაფართოვდა. მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით მისი ორგანიზმი გვაძლევს ამის საშუალებას. გავდივართ მშვიდად, წყნარად. ჯერ არანაირი გართულებები კვებასთან დაკავშირებული არ გვქონია. კრიტიკული პერიოდი გავლილია. ახლა არის კვების გაფართოების რეჟიმი, რომელიც დადებითია. ვცდილობთ, რომ ცოტა ხანში იყოს ნორმალური, ფიზიოლოგიური კვება. უკეთესობისკენ მივდივართ. მე მას ვაფასებ ჩემს დარგში, ენდოკრინოლოგიური მიმართულებით. როგორც ენდოკრინოლოგი, ვარ კმაყოფილი“ – განაცხადა ელენე გიორგაძემ ჟურნალისტებთან.   

მსგავსი თემები