„და თუ ვიღაცას ჰქონდა იმის ილუზია, რომ შემოვიდოდა და აქ დახვდებოდა 2003 წლის საქართველო, ამაზე პასუხი მოკითხოს იმას, ვინც ეს მცდარი ილუზია გაუჩინა“ – კობა კობალაძე

„მე მადლიერი ვარ პრემიერ-მინისტრის დასახელმწიფო ინსტიტუციებთან ურთიერთქმედების, ამ ურთიერთ თანამშრომლობის წყალობით, ვეტერანთა 70 000-იან პირად შემადგენლობას, ჩვენსბენეფიციარებს, სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობის მიეცათ,“ – ამის შესახებ კობა კობალაძემ განაცხადა.

„დღეს, 22 ლარზე ვინც სპეკულირებენ, თავად არიან ამ 22 ლარის შემოქმედები.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და სახელმწიფოს ურთიერთქმედებით, ერთიანი მიდგომით და პრემიერ-მინისტრის უშუალო ხელმძღვანელობით, დაწყებულია რამოდენიმესაპილოტე პროგრამა აგრარული მიმართულებით, რომლებზეც ჩვენ, ასევე, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან გვაქვს საკმაოდ საინტერესო საუბარი.

ამ თემებზე შეხვედრები ხორციელდებასოფლის მეურნეობის, ეკონომიკის მინისტრებთანაც.

რაც შეეხება ონ-ლაინ კაზინოების აკრძალვის შესახებ პრემიერის ინიციატივას – რა თქმა უნდა, ჩვენამას მივესალმებით, რადგან პირდაპირვიტყვი – ბევრი ოჯახი უბედურების ზღვარზე მიიყვანაამ თემამ, ჩემს სახელმწიფოს სარგებელი ამ ბიზნესიდან აქვს ყველაზე მიზერული, რადგან გაცილებით დიდი თანხა სხვაგან გაედინება.

მთავრობის მხრიდან მოდის სხვადასხვა, რეალური ინიციატივები, რომლებიც გადაწყვეტილება სდაქვემდებარებულია და რომლებიც ჩემთვის, როგორც წარსულში სამხედრო პირისთვის, საკმაოდ მისაღებია.

ეს აძლიერებს და აერთიანებს ჩემს ქვეყანას! და თუ ვიღაცას ჰქონდა იმის ილუზია, რომ შემოვიდოდა და აქ დახვდებოდა 2003 წლის საქართველო, ამაზე პასუხი მოკითხოს იმას, ვინცგაუჩინა ეს მცდარი ილუზია.’’ – განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისდირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ 24 ნოემბერს, ტელეკომპანია ‘’ჯორჯიან თაიმსის’’ გადაცემაში ‘’რეალური პოლიტიკა’’.

მსგავსი თემები