“სააკაშვილის მდგომარეობა არის გაცილებით გაუმჯობესებული და დამაკმაყოფილებელი, ვერ ვხედავ ვერანაირ საჭიროებას, რომ უცხოეთში გააგრძელოს მკურნალობა” – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომაროება დღეს გაცილებით გაუმჯობესებულია.

მისივე თქმით, ვერ ხედავს ვერანაირ საჭიროებას, რომ მან უცხოეთში გააგრძელოს მკურნალობა.

„პაციენტი დღესღეობით მკურნალობს თერაპიულ საწოლზე, თერაპიული კოდით. ჩვენს ექიმებს აქვთ სრული გამოცდილება იმის, თუ როგორ უნდა მართონ მსგავსი პაციენტი. ჯანდაცვის სამინისტრომ ამ მიმართულებით ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა დამატებითი პროტოკოლი, რომელიც არის საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობლი და ის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც დღეს არის ჩვენგან რეკომენდირებული გორის ჰოსპიტალზე, ისევე როგორც პენიტენციურ სამსახურზე, აქტიურად მართავენ პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესს.

მისი მდგომარეობა დღესდღეობით არის გაცილებით გაუმჯობესებული და დამაკმაყოფილებელი. პირადად მე ვერ ვხედავ ვერანაირ საჭიროებას იმისას, რომ პაციენტმა უცხოეთში გააგრძელოს მკურნალობა. ექიმების რეკომენდაცია ხშირად არაერთგვაროვანია. არიან ექიმები, რომლებიც პაციენტის ნახვის გარეშე სვამენ გარკვეულ დიაგნოზებს და იღებენ გარკვეულ გდაწყვეტილებას, ამ პაციენტს ჰყავს რამდენიმე მკურნალი ექიმი, რომელიც უშუალოდ მართავს მას თავის საწოლთან და ჩემთვის გაცილებით უფრო კომპეტენტური იქნება იმ ექიმების შეფასება და რეკომენდაცია, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული პროცესში და არა მათი, რომლებსაც ერთხელაც არ ჰყავთ პაციენტი ნანახი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

რაც შეეხება კითხვას, რამდენად მნიშვნელოვანია, მარიამ ჯიშკარიანის ექსეპრტთა ჯგუფმა შეძლოს მიხეილ სააკაშვილთან შესვლა, ტიკარაძის თქმით, ჯიშკარიანის უწყებას აქვს თავისი მანდატი, რომელიც უნდა შეათანხმოს პენიტენციურ სამსახურთან.

„ყველა დასკვნა, რაც არის საჭირო პაციენტის ჯანმრთელობის მდგომაროებასთან დაკავშირებით, გაკეთებულია მისი მკურნალი ექიმების და საექსპერტო ჯფუფის მხრიდან, რომელიი ჩართულია მკურნალობაში და პასუხისმგებლობა აქვს აღებული პაციენტის მკურნალობასთან დაკავშირებით. ჯიშკარიანის უწყებას აქვს თავისი მანდატი, რომელიც მან უნდა შეათანხმოს პენიტენციურ სამსახურთან და უკვე მათთან შეთანხმებით მოხდეს პაციენტთან მათი შესვლა“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

მსგავსი თემები