“საქართველოსნაირი ქვეყანა არსად არ არაა, ჩვენ ვართ განსაკუთრებულები 2 “მწვანე პასპორტით” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში კოვიდსტატისტიკა საკმაოდ მძიმეა. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, სიკვდილიანობის შესამცირებლად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია. 

ამასთან, მინისტრმა “მწვანე პასპორტზეც” გააკეტა განმარტება.

“საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში არსად არ არის, ჩვენ ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ და სწორედ აქედან გამომდინარე, ასევე განსაკუთრებულები ვართ 2 “მწვანე პასპორტით”, უვადო პასპორტი – ეს ყველაფერი გამომდინარეობს ალბათ ჩვენი გენეტიკიდან და ჩვენი ხასიათიდან.

ჩვენ ვართ ქართველები და არა მგონია ვინმეს ეს უკვირდეს, ჩვენ ყველას გაგვაჩნია ჩვენი კონკრეტული დამოკიდებულება. მე პირადად ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოება ეტაპობრივად შეეგუოს იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი თემები