საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 57 პაციენტი გარდაიცვალა

  •  

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 57 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 11 736-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 331 პირს დაუდასტურდა, 4 804 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 24 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 201 შემთხვევა გამოვლინდა, 4 098 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 64 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები