საქართველოში კორონავირუსის 4 331 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 804 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4 331 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 804ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 57 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 826 714 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 768 559 გამოჯანმრთელდა, 11 736 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 122 856 აცრა, დღიურად აცრილია 9 398.

ამასთან, 23 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 098 პაციენტი, გარდაიცვალა 64.

მსგავსი თემები