ლიზა იასკოს განცხადებით, ახლა საჭიროა ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად

გორის სამხედრო ჰოსპიტალი მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა მეუღლემ, რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ დატოვა. როგორც იასკომ მედიას განუცხადა, ჰოსპიტალში გადაყვანა საკმარისი არ არის და ახლა მთავარია მისი გათავისუფლება.  

„სააკაშვილი ამბობს, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური ბრძოლა. განსაკუთრებით კი მომდევნო კვირებში, რადგან, არ შეიძლება მოდუნება. საავადმყოფოში გადაიყვანა საკმარისი არ არის დიდი ბრძოლისთვის და ცვლილებების მისაღწევად, მის გასათავისუფლებლად“  – განუცხადა ლიზა იასკომ ჟურნალისტებს. 

იასკომ ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქმეში უკრაინელი ადვოკატები ჩაერთონ და ისინი ქვეყანაში შემოუშვან.

„მოხარული ვართ, რომ საბოლოოდ, ადვოკატს მისცეს ქვეყანაში შემოსვლის უფლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სიმართლე გითხრათ, არ გვჯეროდა, რომ შემოუშვებდნენ. ვიმედოვნებთ, დღეს ან ხვალ ადვოკატებს შეუშვებენ ჰოსპიტალში“ – განაცხადა ლიზა იასკომ.

რადას დეპუტატის თქმით, მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ გამხდარია და კიდევ 3 კილო აქვს დაკლებული.

მსგავსი თემები