„თუ პირბადეს ვატარებთ, იანვრამდე 200-300 ადამიანის სიცოცხლეს დავზოგავათ“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კოტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტირს ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კვლავ რთული რჩება. მისივე შეფასებით, პროცესს ვერაფერი შეაჩერებს მასობრივი აცრის გარდა.

გამყრელიძე აქცენტს ისევ და ისევ პირბადის ტარების აუცილებლობაზე აკეთებს და აცხადებს, რომ ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალია.

„უნდა აღინიშნოს, რომ მარტო შოლტის და მათრახის პრინციპი არ მუშაობს. უკვე ორი წელი გავიდა და უნდა გვესწავლა და ვისწავლოთ ის, რომ ეს უმარტივესი პირბადე როგორმე, ყველამ ვატაროთ. ჩვენ ყველა რომ ვიყოთ სოლიდარული და პირბადე ვატაროთ, მოსახლეობის 90-95 პროცენტმა, იანვრამდე დავზოგავთ კიდევ დაახლოებით 200-300 ადამიანის სიცოცხლეს, ხომ შეიძლება ეს შევიგნოთ, გავითავისოთ და გავაკეთოთ. მარტო ის, რომ დაგადგეთ თავზე, გინდა თუ არა დაგაჯარიმოთ, დაგიჭიროთ, არ მუშაობს ეს“, – განაცხადა გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

მსგავსი თემები