საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ რესტორნებსა თუ კაფე-ბარებს რომლებსაც ე.წ. მწვანე სტატუსს მიიღებენ, საათობრივი შეზღუდვა ეხსნებათ და შეეძლებათ იმ დრომდე იმუშაონ, სანამ თავად ჩათვლიან საჭიროდ.
ეს იყო ერთ-ერთი მოთხოვნა, რასაც რესტორატორები და არა მხოლოდ ისინი მთავრობისგან ითხოვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი განცხადებით, „მწვანე სტატუსი“ აზრს კარგავდა.