მწვერვალზე გარდაცვლილი ბიზნესმენი ჩამოასვენეს

ბიზნესმენ ილია კოკაიას ცხედარი მწვერვალიდან ჩამოასვენეს. ყაზბეგში, მწვერვალ „დედაენაზე“ ილია კოკაია მწვერვალის დასალაშქრად მეგობართან ერთად იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მას  ფეხი დაუცურდა და  თავი ძლიერად დაარტყა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.

კოკაიას ცხედარი მწვერვალიდან მაშველებმა უკვე ჩამოასვენეს.

ილია კოკაია ფლობდა საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონს“, ფეროშენადნობთა ქარხნის წილს და სასტუმროების ქსელს გუდაურში.

მსგავსი თემები