ვირუსით 64 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 64 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 679 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 201 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 383 შემთხვევა, აჭარა – 141, იმერეთი – 536, ქვემო ქართლი – 187, შიდა ქართლი – 244, გურია – 111, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 263, კახეთი – 155, მცხეთა-მთიანეთი – 60, სამცხე-ჯავახეთი – 93, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.

მსგავსი თემები