„300 00 შრომისუნარიანი ადამიანი სოციალური დახმარების მძევალია“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ირაკლი ღარიბაშვილი – 300 000 შრომისუნარიანი მოქალაქე აბსოლუტურად არ მონაწილეობს ქვეყნის განვითარებაში, ეს ადამიანები გავხადეთ სოციალური დახმარების მძევლები,  მათ აქვთ შიშის განცდა, რომ თუ ის გაიუმჯობესებს საყოფაცხოვრებო პირობებს,  სოციალური აგენტი დააკლებს ქულას, ან მოუხსნის დახმარებას“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშილი სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაწყებულია იდენტიფიცირება, შექმნილია  სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ვიცე-პრემირი ხელმძღვანელობს, ასევე რამდენიმე დღეში პრემიერის დავალებით სამუშაო ჯგუფი გაემგზავრება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სადაც აღნიშნულ საკითხზე შეხვედრებს გამართავენ.

„მთავარი გამოწვევები ჩვენი მოსახლეობის წინაშე, ეს არის სიღარიბე, უმუშევრობა, სამუშაო ადგილები. შესაბამისად, ამ საკითხებზე ბევრი მაქვს ნაფიქრი და ერთ-ერთი ინიციატივა, რაც მე განვიხილე ეკონომიკურ გუნდთან, ეფუძნება იმ გამოცდილებას, რომელიც უკვე არსებობს ევროპის წარმატებულ ქვეყნებში. ეს ე.წ Public work, საზოგადოებრივი საქმიანობა, შრომა, არის უკვე აპრობირებული, დატესტილი, გამოცდილი ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, ევროპულ ქვეყნებში და ჩვენ აქედან წამოვიღეთ ეს ინიციატივა. ვუყურებთ რა არსებულ სისტემას, ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს არ არის დამაკმაყოფილებელი და ეს უნდა შეიცვალოს. დღეს დაალოებით 600 000 ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას. როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, თითქმის გავაორმაგეთ ეს დახმარება. ჩვენამდე იყო ეს სოციალური სისტემა შექმნილი და უბრალოდ ასე გაგრძელდა“ – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე შეფასებით, შექმნილია სპეციალური ჯგუფი, ვინც სოციალურ პოლიტიკაზე იმუშავებს.       

„ჩვენ უკვე დავიწყეთ იდენტიფიცირება და უკვე შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ვიცე-პრემირი ხელმძღვანელობს. ასევე რამდენიმე დღეში მე ვაგზავნი სამუშაო ჯგუფს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში სწორედ ამ მიზნით, ისინი ჩავლენ და გამართავენ შეხვედრებს. მოხდება სამუშაო ადგილების იდენტიფიცირება. მაგალითად, ჩვენ ვიწყებთ ქარსაცავების აღდგენას, რომელიც გაჩანაგდა ბოლო წლების განმავლობაში, ტყეების გაშენებას, ასევე მუნიციპალიტეტებში, რაიონებში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და ერთდროულად ათასობით და ათიათასობით სამუშაოები შეიქმნება. ამ ადამიანებს დავუნიშნავთ ხელფასს და გმოვუძებნით მათი უნარების შესაბამის სამუშაო ადგილებს“ – აცხადებს პრემიერი.

მსგავსი თემები