მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი სახელმწიფო კონსილიუმის წევრები გორის სამხედრო ჰოსპიტალში მივიდნენ

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი სახელმწიფო კონსილიუმის წევრები თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში ცოტა ხნის წინ შევიდნენ.

სახელმწიფო კონსილიუმის წევრის ექიმ ელენე გიორგაძის ინფორმაციით, დღეიდან სააკაშვილის რეაბილიტაცია ახალ ეტაპზე გადადის და ეს არის დაკვირვების ეტაპი.

კონსილიუმის წევრები დღეს მთელი დღის განმავლობაში დააკვირდებიან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, განახორციელებენ ჩატარებული კვლევების მონიტორინგს და რეაბილიტაციის შემდგომ გეგმაზე მიიღებენ დამატებით გადაწყვეტილებას.

მსგავსი თემები