„ნელ-ნელა ყველაფერი უნდა ალაგდეს, ადამიანი 50 დღე რომ შიმშილობს, ფეხბურთს ვერ ითამაშებს“ – ექიმი ელენე გიორგაძე  

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის ერთ-ერთი წევრი, ენდოკრინოლოგი ელენე გიორგაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი თავს უკეთესად გრძნობს, თუმცა, სისუსტე რჩება.

„დღეს დავამთავრეთ მესამე კრიტიკული დღე. ექიმები და თავად პაციენტიც, ვართ კმაყოფილები. „ჩეპეს“ გარეშე გავიარეთ სამივე დღე. ოდნავ, კალორაჟი და კვება იყო უფრო გაფართოებული, თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად.  სტაბილურია მისი მდგომარეობა. ყველა ანალიზი კეთდება ყოველ დღე.  როგორც იქნა, ცილამაც უკვე დაიწყო მოწესრიგება. ადრე 28 გვქონდა ნუტრიენტები, დღეს გაგვიხარდა და იყო ნორმის ქვედა ზღვარი 34.  ხვალიდან გადავდივართ დაკვირვების სტადიაში. ნელ-ნელა გავაფართოვებთ კალორაჟს. შევიყვანთ სხვადასხა პროდუქტს. ეს გაგრძელდება ალბათ ორშაბათამდე. შემდეგ დაინიშნება სხვა კვება. თავს გრძნობს უკეთესად, სისუსტე რჩება. 50 დღე ადამიანი როცა შიმშილობს ალბათ არავის გაუკვირდება, რომ ფეხბურთს ვერ ითამაშებს“ – განაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოსულმა ელენე გიორგაძემ ჟურნალისტებთან.   

მსგავსი თემები