„ვარდების რევოლუციის“ გმირი გისოსებს მიღმა რომ წევს, ამით კმაყოფილი ვერ ვიქნები” – გიული ალასანია

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. როგორც ჰოსპიტალიდან გამოსულმა ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ვერ იქნება კმაყოფილი, როცა მისი შვილი, „ვარდების რევოლუციის“ გმირი გისოსებში იმყოფება.  

„მდგომარეობა ბევრად უკეთესია წინა დღეებთან შედარებით. ზოგადად არის სუსტად.  უჭირს სიარული. ეტყობა, კუნთების პრობლემა აქვს. რეაბილიტაციას რაღაც დრო დასჭირდება. მედპერსონალი, ვინც ვნახე, ძალიან მომეწონა და კმაყოფილი ვარ. გაიხსენეთ, რა დღე არის ხვალ. როცა „ვარდების რევოლუციის“ გმირი გისოსებს მიღმა წევს და ფანჯარას აქვს გისოსები, ამით ვერ ვიქნები კმაყოფილი. სტაციონალურ განყოფილებაში წევს, ოთახი პატარაა, მაგრამ მეტი შესაძლებლობა ამ კლინიკაში ალბათ, არაა. სარკმლის გაღების შესაძლებლობა მისცეს. სარკმელი გაღებულია, მაგრამ მასზე არის გისოსები, რაც ძალიან დამთრგუნველია. ხვალინდელ თარიღთან დაკავშირებით, ეს მით უმეტეს დამთრგუნველია და არაბუნებრივია სრულიად“ – განუცხადა გიული ალასანიამ ჟურნალისტებს.

მისივე თმით, მისი სურვილია მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და საზოგადოების მოთხოვნაც ასეთი უნდა იყოს.

მსგავსი თემები