საფრანგეთში, ლევილის მამულში მეგრულ ოდას ჩადგამენ

ერთ-ერთი პირობა, რა პირობითაც საფრანგეთმა საქართველოს ლევილის მამული გადასცა, იქ ქართული სახლის ჩადგმაა. როგორ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ლევილში მეგრული ოდა ჩაიდგმება.

„ერთ-ერთ პირობაა ჩაიდგას ქართული ოდა სახლი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს იქნება მეგრული ოდა. შერჩევის პროცესი უკვე დავიწყეთ. სამინისტროს თანამშრომლები მიემგზავრებიან სამეგრელოში ოდა სახლის შესარჩევად. ეს უნდა იყოს წაღებული, ისტორიის მქონე მეგრული ოდა, რომელშიც ოჯახები ცხოვრობენ, რომელიც დაშლას ექვემდებარება, დაიშლება და თავიდან აეწყობა.  თუ ცოტას შევისყიდით და ცოტას გვაჩუქებენ,  მისი ოჯახის გვარი ლევილის მამულში სამუდამოდ იქნება შემორჩენილი“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.   

მსგავსი თემები