ვირუსით 1 851 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 012 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 1 851 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 530 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  8.41%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  814 097-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის8.41%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.25% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.97%.

მსგავსი თემები