„იმედი მაქვს, ეს შესაძლებლობა გამოყენებული იქნება სამომავლო პროგრესისთვის“ – კარლ ჰარცელი მიხეილ სააკაშვილზე

ევროკავშირის ელჩი საქართველოსი კარლ ჰარცელი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. როგორც ელჩი წერს, მისასალმებელია მიღებული ზომები, რომელიც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს უკავშირდება.

„მივესალმები  მიღებულ ზომებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სერიოზული მდგომარეობის საპასუხოდ განხორციელდა.  ასევე, ელენე ხოშტარიასა და სხვა მოშიმშილეების შიმშილობის შეწყვეტას უკავშირდება. იმედი მაქვს,  ეს შესაძლებლობა გამოყენებული იქნება სამომავლო პროგრესისთვის. ფუნდამენტური უფლებები, ობიექტური სამედიცინო რჩევა და სათანადო სამართლებრივი პროცესი კვლავ საკვანძო საკითხად რჩება,“- წერს  კარლ ჰარცელმა.

მსგავსი თემები