პროკურორ ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, მეგის ქარდავამ პატიმრების წამების საქმეზე საგამოძიებო უწყების კითხვებს არ უპასუხა

პროკურორ ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, მეგის ქარდავამ პატიმრების წამების საქმეზე საგამოძიებო უწყების კითხვებს არ უპასუხა.

როგორც პროკურორმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით მეგის ქარდავას საერთოდ არ სურს საუბარი და პოზიციის დაფიქსირება.

„არც ერთ კითხვაზე პასუხი არ გასცა, საგამოძიებო ოთახი დატოვა და მისი პოზიცია ადვოკატმა გადმოგვცა. როგორც ჩანს, ამ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით მას საერთოდ არ სურს საუბარი და პოზიციის დაფიქსირება. რამე საკითხთან დაკავშირებით თუ მას პრეტენზია აქვს, შეუძლია, გამოხატოს მისი პოზიცია, თუ შინაარსთან დაკავშირებით რამე პოზიცია ჰქონდა, ბუნებრივია, უნდა ეთქვა. ვიდეომასალები, ქართული მხარის მიერ მოპოვებული მასალები არ არის, უკრაინული მხარის მიერაა გადმოგზავნილი. ადვოკატი თუ რამე ნორმების დარღვევას ხედავს, შეუძლია, სასამართლოში იდავოს, მართალი გითხრათ, რა უნდა და რა პრეტენზიები აქვს, ვერ ვიგებ. ავთენტურობასთან დაკავშირებით გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია, კონკრეტულად ექსპერტიზამ რა შედეგები დადო, სასამართლო განხილვებამდე წინასწარ არ მინდა მოვლენებს გავასწრო, საქმე კიდევ გამოძიებაშია, შეიძლება, კიდევ გარკვეული მტკიცებულებები დაემატოს და ამან საქმე გააფუჭოს, უმჯობესია სასამართლო განხილვამდე დავიცადოთ“, – განაცხადა პროკურორმა.

მსგავსი თემები