ამირან გამყრელიძე – დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ბუსტერდოზით რვა ათასამდე ადამიანი აიცრა

კვლევები აჩვენებს, რომ ვაქცინის მესამე დოზა 10-12 თვის განმავლობაში მუშაობს და იცავს ადამიანს ვირუსისგან, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მან მოსახლეობას ორჯერადი ვაქცინაციიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ მესამე, ბუსტერდოზით აცრისკენ მოუწოდა.

„დღევანდელი მონაცემებით, რვა ათასამდე ბუსტერია ქვეყანაში გაკეთებული. ესენი კეთდება მეორე აცრიდან ექვსი თვის შემდეგ, ყველა ვაქცინაზე. არ აქვს მნიშვნელობა „სინოფარმზე“ იყავი აცრილი, „სინოვაკზე“ თუ „ფაიზერზე“, სასურველია, რომ აიცრან ექვსი თვის შემდეგ. მე თვითონ ორჯერ ვიყავი აცრილი და ერთი კვირის წინ გავიკეთე ბუსტერი და მოგიწოდებთ ყველას, გაიკეთოთ. როგორც ჩანს, ყველანაირი კვლევებით, ვაქცინა მუშაობს ექვსი-რვა თვის განმავლობაში და სასურველია, ადამიანი აცრილი იყოს მესამე დოზით. მესამე დოზა, როგორც კვლევები აჩვენებს, უფრო ხანგრძლივად მუშაობს, სადღაც 10-12 თვის განმავლობაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები