რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მეგის ქარდავას გამოკითხვა მიმდინარეობს

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას გამოკითხვა მიმდინარეობს.

როგორც დაწესებულებაში შესვლამდე საქმის პროკურომა ლაშა კოტრიკაძემ განაცხადა, გამოკითხვა რამდენიმე დღის წინ პროკურატურის მიერ გასაჯაროვებულ კადრებს შეეხება, რომელშიც ქარდავასთან ერთად მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე ფიგურირებს. კადრები ერთ-ერთი პატიმრის, რომელიც საქმეში უკვე დაზარალებულია, წამებას შეეხება.

მსგავსი თემები