სააკაშვილის სამედიცინო გეგმის დეტალები დღეს გახდება ცნობილი

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის სამედიცინო გეგმის დეტალები დღეს გახდება ცნობილი.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დღეს სააკაშვილის საკითხზე სამთავრობო კონსილიუმის წევრები შეიკრიბებიან.

სავარაუდოდ, დღესვე მოხდება შეთანხმება მსჯავრდებულ სააკაშვილთან შემსვლელ პირთა წრეზე, რაოდენობასა და რეჟიმზე.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან წუხელ, რეანიმობილით გადაიყვანეს.

მსგავსი თემები